პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება
▶️ პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება.
▶️ “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ორგანული კანონის სტატუსს შეიძენს, როგორც ამას ახალი რედაქციის კონსტიტუცია ითხოვს და გავრცელდება შრომით უფლებებზეც.
▶️ ახალი კანონის მიხედვით, იზრდება შრომის ინსპექციის უფლებები. ინსპექციას უფლება ექნება შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინოს სასამართლოს თანხმობის გარეშე.