სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში 2019 წელს დარეგისტრირდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს შრომის უსაფრთხოების ასოციაცია

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში 2019 წელს დარეგისტრირდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს შრომის უსაფრთხოების ასოციაცია

ასოციაციის საქმიანობის მიზნები:

  • შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • შრომის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება;
  • შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ტრენინგების ჩატარება და კონსულტაციების გაწევა;
  • შრომის უსაფრთხოების აუდიტების და მონიტორინგი
  • შრომის უსაფრთხოების სისტემების განვითარების ხელშეწყობა
  • სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო განხილვებში მონაწილეობა.

ასოციაციის წევრობა

ასოციაციის წევრები არიან:

  • კორპორატიული წევრი – საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი;
  • ინდივიდუალური წევრი – ფიზიკური პირი, რომელიც მისი საქმიანობით დაკავშირებულია შრომის უსაფრთხოების საქმიანობასთან.

ასოციაციის წევრად მიღების წესი:

  • წევრად მიღების აუცილებელი წინაპირობაა აპლიკაციის შევსება.
  • წევრობის მსურველის აპლიკაციას განიხილავს ასოციაციის გამგეობა.
  • გამგეობის გადაწყვეტილების შესახებ წევრობის მსურველს ეცნობება წერილობით.

ელ. ფოსტა: info@ohsa.ge