მეცხოველეობის ფერმებში დასაქმებულთა ჯანმრთელობა და შრომის უსაფრთხოება
GFP-2021-PROC-0075
პროექტი – ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში
USDA Food for Progress 2018
https://www.landolakesventure37.org/
მომზადებულია Safe Work Centre LLC სამუშაო ჯგუფის მიერ:
კონსტანტინე ნანობაშვილი
მაია კერესელიძე
ვერა ბჟალავა
მანანა იმედაშვილი
თეკლა კორინთელი
დავით ნანობაშვილი
ნინო მაღრაძე
სახელმძღვანელოს შემუშავებაში ასევე მონაწილეობდა SQIL-ის პროექტის ტექნიკური გუნდი:
ლაშა ავალიანი
მზია კუზნეცოვა
რუსუდან წიკლაური
‘‘აღნიშნული მასალა მომზადებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, საგარეო
სასოფლო-სამეურნეო სამსახურის მიერ გაცემული ფედერალური ჯილდოს FCC-114-2018/004-
00 ფარგლებში. ნებისმიერი მოსაზრება, დასკვნა ან რეკომენდაცია, რომლებიც მოცემულია ამ
პუბლიკაციაში, არის ავტორ(ებ)ის მოსაზრება და არ ასახავს აშშ-ის სოფლის მეურნეობის
დეპარტამენტის და ამერიკის მთავრობის შეხედულებას“.
წინასიტყვაობა:
წინამდებარე სახელმძღვანელო მომზადდა პროექტის: „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან
მესაქონლეობაში – SQIL“ დაკვეთით. SQIL პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული
შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ, სურსათი პროგრესისათვის (Food
for Progress 2018) პროგრამის ფარგლებში და მას საქართველოში ახორციელებს ამერიკული
ორგანიზაცია Land O’Lakes Venture 37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA)
პარტნიორობით.
წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია, დაეხმაროს მესაქონლეობის ფერმერულ მეურნეობებს
ფერმებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესაბამისად, შექმნან
და განახორციელონ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის ეფექტური პროგრამა.
დანერგონ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კულტურა მთელ ორგანიზაციაში,
ყოველდღიური პრაქტიკები შესაბამისობაში მოიყვანონ ეროვნულ კანონმდებლობასთან და
დაუახლოვონ საერთაშორისო სტანდარტების. სახელმძღვანელო შედგენილია მიზნობრივი
ჯგუფების ყველა (დამსაქმებელი, მფლობელი, მენეჯერი, დასაქმებული, შრომის
უსაფრთხოების სპეციალისტი) მონაწილისთვის ადვილად აღსაქმელი ფორმით.