პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება
პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება.
“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ორგანული კანონის სტატუსს შეიძენს, როგორც ამას ახალი რედაქციის კონსტიტუცია ითხოვს და გავრცელდება შრომით უფლებებზეც.
ახალი კანონის მიხედვით, იზრდება შრომის ინსპექციის უფლებები. ინსპექციას უფლება ექნება შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინოს სასამართლოს თანხმობის გარეშე.