2021 წლის პირველი მარტიდან ძალაში შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-15/ნ.
▶️ ბრძანების მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხულ მონაცემებს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი საათების შესახებ.
▶️ სამუშაო დროის აღრიცხვა სავალდებულოა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დამსაქმებლებისთვის (ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება)
ბრძანების შესრულებაზე მონიტორინგს განახორციელებს შრომის ინსპექციის სამსახური.