დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრის რანგში სხდომას ესწრებოდა “შრომის უსაფრთხოების ცენტრის” დირექტორი კონსტანტინე ნანობაშვილი.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობა და ინსპექტირების პროცესის მიმდინარეობა, საუბარი შეეხო შრომის პირობების ინსპექტირების პროცესში კორუფციის რისკების შეფასებას, გამოვლენასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას. გარდა ამისა, სხდომის ნაწილი დაეთმო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.
საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს საქმიანობის მიზანია შრომის პირობების ინსპექტირების პროცესზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა კორუფციული რისკების შეფასებისა და პრევენციის გზით.