საკონსულტაციო მომსახურება:
კონსულტაციების ჩატარება როგორც კომპანიებისთვის ასევე დაინტერესებული მხარეებისათვის. “შრომის საერთაშორისო ორგანიციის” (ILO) მონაცემებით, ყოველწლიურად საშუალოდ ფიქსირდება 370 მილიონზე მეტი უბედური შემთხვევა ფატალური შედეგით, მსოფლიოში ყოველ 15 წამში 160 ადამიანი ხდება ინციდენტების მსხვერპლი წარმოებაში. აქედან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და არსებულის მუდმივი განვითარება. სისტემის დანერგვით თქვენ უზრუნველყოფთ სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრევენციას.. ამავდროულად, თქვენ შეძლებთ გაზარდოთ მწარმოებლურობა და შეამციროთ სამუშაოს მოცდენები, ჩამოაყალიბოთ კორპორატიული კულტურა, აიმაღლოთ იმიჯი და რეპუტაცია დაინტერესებულ მხარეებთან მიმართებით, როგორებიცაა მომხმარებლები, საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები.
ჩვენ გეხმარებით მაქსიმალურად გამოიყენოთ მწარმოებლურობა, შეამციროთ დანახარჯები, აღმოფხვრათ რისკები და მოახდინოთ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის დემონსტრირება. შრომის უსაფრთხოების ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით შეძლებთ, შრომის უსაფრთხოების ISO-ს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით შრომის უსაფრთხოების სისტემის შემუშავებას, დანერგვას და სერტიფიკაციას.
საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს არსებული მდგომარეობის ანალიზს (ე.წ. GAP Analysis), რაც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ არსებული მდგომარეობა და განვსაზღვროთ სისტემის შემუშავებისა და დანერგვის ეტაპები.
არსებული მდგომარეობის ანალიზი საშუალებას მოგვცემს ჩამოვაყალიბოთ მკაფიო “სამოქმედო გეგმა”, რომელიც დაგეხმარებათ, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მიაღწიოთ სასურველ შედეგს, რომელიც შესაბამისობაში იქნება შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნებთან.